2 საათის და 24 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

მაისური, რომელიც კვარას არსენალთან ფინალში ეცვა, ზღაპრულ ფასად გაიყიდა

ხვიჩა კვარაცხელიას მაისურა, რომელიც პარი სენ-ჟერმენის ქართველ შემტევს 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეცვა, აუქციონზე 152 029 ევროდ გაიყიდა!

ბუდაპეშტის “პუშკაშ არენაზე”, ლონდონის არსენალთან მოგებული თამაშის (1:1, პენ: 4:3) შემდეგ, პარიზელი ფეხბურთელების მაისურები, მათივე ავტოგრაფებით, საიტმა Match Worn Shirts-მა აუქციონზე გამოიტანა. ყველაზე მაღალ ფასად უსმან დემბელეს მაისურა გაიყიდა - 160 015 ევროდ.

როგორც ირკვევა, აუქციონზე “ოქროს ბურთის” მფლობელი ფრანგი ვარსკვლავის მაისურის სასტარტო ფასი 199 ევრო იყო, მაგრამ ვაჭრობის დროს ის 89-ჯერ შეიცვალა და საბოლოოდ უცნობი ამერიკელი გულშემატკივრის ხელში აღმოჩნდა.

აუქციონზე მეორე ყველაზე ძვირად გაყიდული ლოტი კი სწორედ 25 წლის ქართველი ფეხბურთელის 7-ნომრიანი მაისურა გახდა. 131 359 ევროდ გასხვისდა დეზირე დუეს მაისურა, ხოლო მარკინიოსის  - 130 485 ევროდ.

Facebook კომენტარები