UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
ამ ივენთის წინ ვაშინგტონში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ილია თოფურიას საინტერესო კითხვა დაუსვეს.
"თუ პერეირამ მესამე ქამარი მოიგო, GOAT გახდება? ის უკვე GOAT-ია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა მოხდება კვირას ბრძოლაზე. ჩემთვის ის გოუთია.
"ერთ-ერთი GOAT-ია, რადგან ამ სპორტში ბევრი საუკეთესო მებრძოლი გვყავს. ეჭვგარეშეა, რომ პერეირა ამ სიას შეუერთდება", - თქვა თოფურიამ.