1 საათის და 43 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ამ ჯგუფიდან გავიდოდით... - ცნობილია, რომელ ჯგუფში მოხვდებოდა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე

წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და ფინალი 19 ივლისს იქნება.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა წელს მუნდიალზე მოხვედრა ვერ შეძლო.

ჩვენმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ვერც ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვება შეძლო.

ჯვაროსნების ჯგუფში მეორე ადგილზე თურქეთი გავიდა, რომელიც პლეი ოფს ითამაშებს და გასვლის შემთხვევაში D ჯგუფში მოხვდება.

D ჯგუფი:

აშშ;

პარაგვაი;

ავსტრალია;

ევროპის პლეი ოფი C (თურქეთი/რუმინეთი/სლოვაკეთი/კოსოვო);

Facebook კომენტარები