როგორც მოგეხსენებათ, დიდი ხანია, რაც ზურიკოს მიმართ ინტერესს "ბეშიქთაში" იჩენს.
ამასთან დაკავშირებით, გამოცემა Haberler ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბეშიქთაში 3 ფეხბურთელს დაიმატებს. ერთ-ერთი კი დავითაშვილი იქნება.
როგორც ირკვევა, გუნდებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია და ყველაფერი ინტენსიურად ვითარდება.
საგულისხმოა ისიც, რომ თურქულ კლუბს ქართველი შემტევის გადაბირება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდა, მაგრამ შეთანხმება არ მოხერხდა.
აქვე მოგახსენებთ, რომ ამ სეზონში ზურიკომ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.