1 კვირის და 6 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ნაკრების მომავალი ვარსკვლავი? - ვილი სანიოლისა და თორნიკე კვარაცხელიას პირველი გადაკვეთა

გასული სექტქმბერის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ლიეტუვასთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

ორივე მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, იდენტური ანგარიშით 3:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლიც ესწრებოდა.

ეს მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ, თორნიკემ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.

ფრანგმა სპეციალისტმა პატარა კვარაცხელიაც გაიცნო და ასევე ახლგაზრდა მოთამაშეებს დააკვირდა.

Facebook კომენტარები