6 საათის და 8 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

თემურ ქეცბაიას კვიპროსში აქებენ - ქართველი სპეციალისტის კარგი შედეგები ანორთოსისში

თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში შევიდა.

უკვე ზედიზედ მეექვსე მატჩია რაც ქართველის მიერ გაწვრთნილი გუნდი არ მარცხდება.

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში მათ აპოელთან ფრე 1:1 ითამაშეს.

მატჩის შემდეგ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ბოლოს გოლი გავუშვით… ფრე სამართლიანი შედეგია. თავიდანვე დავწინაურდით, ვცადეთ, აპოელს სივრცე არ მივეცით, მომენტები არ შევაქმნევინეთ, მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოოდ ანგარიში გათანაბრდა.

ბოლო ორ თამაშში ოთხი ქულა მოვიპოვეთ, ერთი გასვლითი გამარჯვება და ერთი საშინაო ფრე გუნდთან, რომელიც ჩემპიონობის ამბიციები აქვს.

ახლა თასის თამაშისთვის ვემზადებით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ხალხს, ვინც მოვიდა, ისინი ძალიან დაგვეხმარნენ, მაგრამ სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოვახერხეთ", - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

თემურის კარგი მუშაობა ასევე აღნიშნეს კვიპროსულ მედიაშიც:

"მიმდინარე სეზონის პირველი რამდენიმე თამაშის შემდეგ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით და ქულების აღება დაგვჭირდა. რამდენიმე ელემენტია, რომელთა გაუმჯობესებაც აუცილებელია, მაგრამ თემურ ქეცბაიამ ანორთოსისი ნამდვილ გუნდად აქცია და განსხვავება ძალიან დიდია.

აეროპორტშიც იგრძნობა, რომ გუნდში განსხვავებული ატმოსფეროა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც გასახდელში ნამდვილი გუნდური ატმოსფეროა. ამას ყველა ხვდება და მაქსიმუმი კეთდება, რათა კლუბმა პროგრესს მიაღწიოს. ჩვენს მწვრთნელსა და მის შტაბს სრულ ნდობას ვუცხადებთ.“

Facebook კომენტარები