ზურაბ ხიზანიშვლმა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დატოვა - ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 2026 წლიდან ქართველი ვილი სანიოლის შტაბში აღარ იმუშავებს.
დიდი ალბათობით ხიზანიშვილი საქართველოს ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ზურაბს ეროვნულ გუნდში 2 მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში აქვს ჩატარებული, სადაც ორივეგან მოიგო:
2021 წელი | საქართველი 2 - 0 შვედეთი
2025 წელი | საქართველო 3 - 0 ბულგარეთი