ციურიხში გაიმართა 2026 წლის მუნდიალის პლეი–ოფის ეტაპის ოფიციალური წილისყრა და რამდენიმე საინტერესო დაპირისპირებაც ჩამოყალიბდა.
იტალია – ჩრდილოეთ ირლანდია
უელსი – ბოსნია და ჰერცეგოვინა
ამ წყვილში გამარჯვებული ფინალს საკუთარ მოედანზე გამართავს.
თურქეთი – რუმინეთი
სლოვაკეთი – კოსოვო
გამარჯვებული ფინალს სახლში ჩაატარებს.
დანია – ჩრდილოეთ მაკედონია
ჩეხეთი – ირლანდია
გამარჯვებული ფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს.
ინტერკონტინენტალური პლეი–ოფი (მატჩები გაიმართება მექსიკაში)
ახალი კალედონია – იამაიკა
გამარჯვებული მუნდიალის საგზურისთვის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება.
ბოლივია – სურინამი
გამარჯვებული მუნდიალის საგზურისთვის ერაყს დაუპირისპირდება.
პლეი–ოფის მატჩები 2026 წლის მარტში ჩატარდება.
ამ დროისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უკვე 42 ნაკრებია გასული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი თურქეთს ჩაანაცვლებდა,
შეგახსენებთ, ტურნირი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება, 11 ივნისიდან – 19 ივლისამდე.
