3 კვირის და 3 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

"მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ" - პსჟ-ს პრეზიდენტი

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ აშრაფ ჰაკიმი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ მაროკოელი მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

მისივე თქმით, ჰაკიმიმ გასულ სეზონში შესანიშნავი შედეგები აჩვენა, კლუბში ლიდერის როლი აიღო და მაროკოს ნაკრებს კაპიტნობდა. 

„მოხარული ვარ მისი წარმატებით და ვამაყობ,“ - განაცხადა ალ-ხელაიფიმ, რასაც Footmercato ავრცელებს.


Facebook კომენტარები