ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მარცხის შემდეგ ფეხბურთელების დემოტივაციას განსაკუთრებული ხაზი გაუსვა.
პრესკონფერენციაზე მან საბა კვერკველია გაიხსენა, რომელიც ამ კუთხით გამოირჩეოდა:
“2022 წელს, როცა საბა კვერკველია ნაკრებში დავაბრუნე, ამის გამო ბევრისგან ირონიული დამოკიდებულება მივიღე, თუმცა მასში ვხედავდი ხასიათს, რასაც დღეს მოედანზე ფეხბურთელებისგან ვეღარ ვხედავ.
საბა მზად იყო ყველა ეპიზოდში მეტოქისთვის "ეკბინა" კიდეც, ბურთი რომ მას დარჩენოდა, პიტბულივით იბძოდა. ახლა ფეხბურთელები ცაში დაფინავენ მწვერვალზე შეხებით და ხანდახან არის მომენტი, როცა ასეთი მძიმე პერიოდი გჭირდება მიწაზე დასაბრუნებლად", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.