როგორც მოგეხსენებათ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა მარცხით დაასრულა.
ჩვენი გუნდი ბულგარეთთან სტუმრად 2:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე კითხვეს უპასუხა:
“ფეხბურთელებთან ჩემი ურთიერთობა გასახდელში ძალიან კარგ დონეზეა.
პრობლემა ისაა, რომ ისინი მშიერები აღარ არიან. ადრე მათგან ისეთ შიმშილს ვხედავდი შედეგის მიმართ, რომ მზად იყვნენ, მოგების გამო მეტოქე შეეჭამათ. ეს აღარაა ასე, რადგან მწვერვალს შეეხნენ ევროპის ჩემპიონატის სახით. ამ გრძნობას თუ არ დაიბრუნებენ, არაფერი გამოვა.
მთელი თამაში ბურთი გვეჭირა ბულგარეთის წინააღმდეგ. ორჯერ მიიღო მეტოქემ ბურთი და 2 გოლი გაიტანა, წარმოუდგენელია.”, - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
წყარო: Geo Team