როგორც მოგეხსენებათ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა მარცხით დაასრულა.
ჩვენი გუნდი ბულგარეთთან სტუმრად 2:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ჯვაროსნებს საქმეში მარტამდე ვერ ვიხილავთ.
საქართველოს ნაკრები 2026 წლის მარტის სანაკრებო პაუზაზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
შემდეგ ივნისის სანაკრებო პაუზაზე მსოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ 2 ამხანაგურ მატჩს.
2026 წლის სექტემბრიდან კი ერთა ლიგის გათამაშებაც დაიწყება.
ჩვენი გუნდის მეტოქეები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
