2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ბულგარეთი საქართველოს უმასპინძლებს.
მატჩი, სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ მოედანზე გაიმართება.
აღნიშნული მოედანი 43,230 მაყურებელს იტევს, თუმცა ამ თამაშისთვის, მხოლოდ 3000 ბილეთია გაყიდული.
როგორც ჩანს, დღეს გუნდებს ცარიელს სტადიონზე მოუწევთ თამაში.