4 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"საქართველოს ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს" - ბულგარეთის მწვრთნელის განცხადება მატჩამდე

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 18 ნოემბერს 23:45 საათზე საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ესტუმრება.

წლის ბოლო მატჩში ჩვენი გუნდი აუცილებლად გამარჯვებას ეცდება.

გთავაზობთ ბულგარეთის მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ დიმიტროვის კომენტარს მატჩის წინ:

"მინდა, რამდენიმე საათით უკან დავბრუნდე და თურქეთთან მატჩზე ვისაუბრო. უკეთესი თამაში გვქონდა, მაგრამ საკამათო პენალტმა და ავტოგოლმა საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა.

ვიცით, როგორი გუნდის წინააღმდეგ ვიბრძოდით, მაგრამ ფეხბურთელების დამოკიდებულება და ქცევა ძალიან კარგი იყო, ეს არის ის, რაც გვინდა ვნახოთ.მოგიწოდებთ, რომ მათზე ზეწოლას თავი დაანებოთ, რადგან ავტოგოლების სერია შექმნილი დაძაბულობით არის გამოწვეული.

ნათელია, რომ ამ მომენტში ზეწოლის ქვეშ ვმუშაობთ, მაგრამ ეს ჩემზე უნდა იყოს და არა ფეხბურთელებზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შრომით გავაუმჯობესებთ ჩვენს თამაშს და კარგი შედეგებით გულშემატკივარს სტადიონზე დავაბრუნებთ. 

ყველა მოთამაშეს და ყველა გუნდს სჭირდება გულშემატკივრები. სტატისტიკა კარგია, მაგრამ ისინი წარსულშია, ჩვენ კი აწმყოში. საქართველოს ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს, რომლებთანაც ჩვენი მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ. მათი მოთამაშეები ბოლო დროს ძალიან განვითარდნენ.

გვინდა, სიურპრიზი მოვაწყოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა დავამთავროთ. რაც შეიძლება კარგად ვემზადებით, ყველაფერს გავაკეთებთ და ამ მატჩში მაქსიმუმის მიღწევა გვსურს.

როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ისე ითამაშებენ, როგორც ეს წარსულში ხდებოდა, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაზე და აშშ-ში დაუვიწყარი ზაფხულის გატარებაზე ოცნება შეგვიძლია.

მანამდე კი ყველა ასპექტში უნდა ვიმუშაოთ. ბიჭებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. ინდივიდუალური კლასი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევეა გუნდური თამაშიც. მანამდე კი ყველაზე ასპექტში უნდა ვიმუშაოთ და ფეხბურთელებს გვერდში დავუდგეთ", - განაცხადა დიმიტროვმა.

Facebook კომენტარები