2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ესპანეთს დაუპირისპირდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა აღნიშნული შეხვედრა 0:4 დათმო, რის შემდდეგაც ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ არსებობს.
საქართველოს ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა არა მხოლოდ სპორტული, არამედ ფინანსური წარმატებაც იქნებოდა:
მონაწილეობის შემთხვევაში ფედერაცია მიიღებს დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს, ხოლო ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში – დამატებით 13 მილიონს მიიღებდა.