როგორც მოგეხსენებათ, 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს.
მომავალ მატჩებს ჩვენი გუნდისთვის პრესტიჟული მნიშვნელობა აქვს, რადგან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსები არსებობს.
დადასტურდა, რომ ამ მატჩს ესპანეთისა და მადრიდის რეალის მცველი დინ ჰიუსენიც გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ფურია როხას ტრავმის გამო არც ლამინე იამალი და არც პედრი არ ჰყავთ.