15 ნოემბერს 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს უმასპინძლებს.
მატჩის წინა დღეს გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციები გამართეს.
გთავაზობთ ფურია როხას თავკაცის, ლუის დე ლა ფუენტეს კომენტარს:
"ხვალ რთული მატჩი გველის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო 1-7-ის მატჩთან. ჩვენი მიზნის მისაღწევად საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.
საქართველოს ტოპ ლიგებში, ესპანეთშიც, კარგი მოთამაშეები ჰყავს. საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა ესპანეთის დამრიგებელმა.