1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

საქართველო - ესპანეთის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება | მიზეზი ცნობილია

მოგეხსენებათ, რომ 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს.

როგორც ირკვევა, მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.

მიზეზი ვალენსიას ესპანელი მეკარეების მწვრთნელის, მანუელ ოჩოტორენას გარდაცვალებაა.

64 წლის ასაკში გიორგი მამარდაშვილის ყოფილი დამრიგებელი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ის ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე და სტაფის წევრი იყო.


Facebook კომენტარები