როგორც მოგეხსენებათ, 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს.
მომავალ მატჩებს ჩვენი გუნდისთვის პრესტიჟული მნიშვნელობა აქვს, რადგან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსები არსებობს.
ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ქართველმა ქომაგმა საინტერესო ფსონი განათავსა.
მან 1500 დოლარი საქართველოს მოგებასა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე დადო, რაც მას გამართლების შემთხვევაში 43,500 დოლარს მოუტანს.
