როგორც მოგეხსენებათ, 15 ნოემბერს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს.
მატჩი 21:00 საათზეა ჩანიშნული.
ჩვენი გუნდისთვის მომავალ მატჩებს მხოლოდ პრესტიჟული მნიშვნელობა აქვს, რადგან მეორე ადგილზე გასვლის მხოლოდ თეიორიული შანსი თუ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ჯვაროსნების 25-კაციან სიაში ვილი სანიოლმა მხოლოდ 5 მცველი გამოიძახა, რაც შესაძლოა პრობლემა გახდეს.
საყურადღებოა, რომ გიორგი ქოჩორაშვილი მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
გთავაზობთ საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ფურია როხას წინააღმდეგ:
მეკარე: მამარდაშვილი.
მცველები: გოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი.
ნახევარმცველები: კიტეიშვილი, ლომინაძე, მექვაბიშვილი.
შემტევები: დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია.
