პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში გიორგი მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია, რითაც უნიკალური შედეგი დააფიქსირა.
კერძოდ, 2023/24 წლის სეზონის დაწყების შემდეგ, არცერთ მეკარეს არ მოუგერიებია TOP 5 ლიგაში იმაზე მეტი პენალტი, ვიდრე ქართველ კარის დარაჯს.
ბოლო სამ სეზონში მამარდაშვილს ლა ლიგასა და პრემიერ ლიგაში 6 მოგერიებული პენალტი დაუგროვდა.
აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის "ლივერპული" პრემიერ ლიგაში 18 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.
