GEO TEAM-ის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს სანაკრებო პაუზის შემდეგ გაანაახლებს.
ფეხბურთელი დღეს ბარსელონაში ესპანიოლთან მატჩისთვის უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა მატჩისწინა ვარჯიში ნაადრევად, მუხლზე დისკომფორტის გამო დაასრულა.
როგორც ირკვევა, ფეხბურთელს პატელარული მყესის დაჭიმულობა აქვს.
აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძე სანაკრებო პაუზას გამოტოვებს და შემდეგ მინდორზე დაბრუნებას შეძლებს.
