6 დღის და 13 საათის წინ
Giorgi Sokhadze
Aa

"გადამწყვეტი თამაში გველის" - ლუის დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩზე

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ნოემბრის მატჩებამდე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან საქართველოსთან მომავალ თამაშზეც გააკეთა კომენტარი:

"მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, ორი უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, ფსონები უზარმაზარია და საუკეთესო მოთამაშეების გამოყვანა გვჭირდება.

საქართველოსთან მატჩში რაც არ უნდა მოხდეს, მომდევნო შეხვედრაში ძლიერი გუნდის გამოყვანა გვმართებს. გადამწყვეტი ორი თამაშია და ორივე მათგანის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ მსოფლიოს პირველ ნაკრებად დარჩენა გვსურს", - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს მატჩი 15 ნოემბერს გაიმართება, ხოლო გუნდები თავიანთ მეორე შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავენ.

Facebook კომენტარები