1 კვირის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"შეუძლებელია, ყველას გადასხვაფერება მოახერხო" - რა თქვეს ხვიჩა კვარაცხელიაზე

მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩში ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარკვეული დრო მარცხენას ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე უნდა გაეტარებინა, ბევრმა დაიწუნა. 

აღსანიშნავია, რომ კრიტიკოსთა შორის აღმოჩნდა ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი დანიელ რიოლიც, რომელიც თვლის, რომ ესპანელი მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელს ცუდ საქმეს უკეთებს. 

მისი აზრით, კვარაცხელიას საკუთარი ტალანტის სრულად წარმოჩენა მხოლოდ მარცხენა ფლანგზე შეუძლია.

"ენრიკეს გადაწყვეტილებებში არის რაღაცეები, რაც ჩემთვის სრულად გაუგებარია. არასდროს ვთვლიდი, რომ ნოვატორული იდეები ისაა, რაც ყველა ვარიანტში სარგებელს მოიტანს. 

"ცხადია, რიგი ფეხბურთელებისა ცვლილებების შემდეგ უფრო ძლიერები ხდებიან, თუმცა, ეს ძალიან სარისკო თემაა. კვარაცხელიამ მარცხნიდან უნდა ითამაშოს, და არა – მარჯვნიდან.

"იმ ფონზეც კი, როდესაც ლუის ენრიკე მუდმივად ფეხბურთელების უნივერსალობაზე საუბრობს, ზღვარი ყველაფერს გააჩნია. როგორი გენიალური მწვრთნელიც არ უნდა იყოს ის, შეუძლებელია, რომ ყველა ფეხბურთელის გადასხვაფერება მოახერხო", - თქვა რიოლიმ.



Facebook კომენტარები