ფიფამ ეროვნული ნაკრებების რეიტინგი განაახლა — საქართველოს ნაკრები ორი პოზიციით დაქვეითდა და ახლა 70-ე ადგილზეა 1365.92 ქულით.
„ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ მაკედონიას 0.35 ქულით ჩამორჩებიან და კაბო-ვერდეს 0.28 ქულით უსწრებენ. ნოემბერში სანიოლის გუნდს რეიტინგში წინსვლის შანსი ექნება – საქართველო ესპანეთს მიიღებს და ბულგარეთს ესტუმრება.
რეიტინგის ლიდერია ესპანეთი, მას მოსდევენ არგენტინა და საფრანგეთი. ტოპ-5-ში ასევე არიან ინგლისი და პორტუგალია. მეექვსე-მეათე ადგილებზე კი ნიდერლანდები, ბრაზილია, ბელგია, იტალია და გერმანია განთავსდნენ.