1 დღის და 14 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

არნე სლოტი ალისონის ტრავმაზე საჯარო განცხადებას აკეთებს

როგორც მოგეხსენებათ, სანაკრებო პაუზამდე ალისონ ბეკერი დაშავდა, რის გამოც მას რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის არყოფნაში მერსესაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს.

ალისონის ტრავმასთან დაკავშირებით "წითლების" თავკაცმა არნე სლოტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"როგორც უკვე ვთქვი, ის ჯერ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და არ იქნება. 

"რეაბილიტაციის პროცესი დადებით და უარყოფით შედეგებს იძლევა, მაგრამ, იმის თქმა შემიძლია, რომ ამ და მომდევნო უიკენდზე ვერ ითამაშებს", - ამბობს სლოტი.


Facebook კომენტარები