6 დღის და 5 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"საქართველო ძალიან რთული მეტოქეა" - თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები თურქეთს ესტუმრება.

ბულგარეთთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ საქართველოს ნაკრებზე გააკეთა კომენტარი:

"პირველი თამაში საქართველოსთან ძალიან რთულ სტადიონზე, კარგი დონის მეტოქესთან, რაშიც ევროპის ჩემპიონატზეც დავრწმუნდით, სადაც ისინი ჯგუფიდან გავიდნენ, გაძევებამდე შესანიშნავი იყო.

გაძევების შემდეგ რა თქმა უნდა, თამაში ცოტა შეიცვალა, თუმცა ბევრი საგოლე მომენტი ჩვენს კართან მაინც არ მიგვიღია. ამიტომ, ხვალაც ჩემი გუნდისგან ასეთ მიდგომას ველოდები, რომ გუნდი აგრესიული და კომპაქტური იქნება.

ესპანეთთან კი, პირველი ტაიმის ბოლომდე, სანამ მესამე გოლს გავუშვებდით, ვცდილობდით თამაშში დაბრუნებას. შემდეგ ადვილად დავნებდით, რადგან ჩამორჩენა ძალიან დიდი იყო", - აღნიშნა მონტელამ.

Facebook კომენტარები