როგორც მოგეხსენებათ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთმა საქართველოს უმასპინძლა.
ფურია როხამ ჩვენი გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს წინ თურქეთთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის.
ესპანეთთან განცდილი მარცხის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა:
"ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა. ვეცადეთ, რომ იმ სათამაშო გეგმას მივყოლოდით, რაც თავიდანვე დასახული გვქონდა. ვეცადეთ, ეს ბოლომდე შეგვესრულებინა, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ და ძალიან გაგვიჭირდა, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ.
თუმცა, ვეცდებით, მალე დავივიწყოთ, აღვიდგინოთ ძალები და ვისწავლოთ ამ დაცემით. უკვე ვფიქრობთ იმ დაძაბულ თამაშზე, რომელიც თურქეთში გველოდება, დაგვჭირდება გულშემატკივრის დახმარება. თავი მაღლა უნდა ავწიოთ, ბრძოლა გავაგრძელოთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით".