1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ოფიციალურად! - ნიკე ლუსო ქალთა ეროვნული ლიგის ჩემპიონია

2025 წლის ქალთა ეროვნული ლიგის გამარჯვებული "ნიკე ლუსო" გახდა.

მათ ჩემიონობა ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე იზეიმეს.

ამ მომენტისთვის, "ნიკე ლუსო" უახლოეს მდევარს, "ლანჩხუთის გურიას" 6 ქულით უსწრებს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული შედეგების გამო, მათ გადასწრების შანსი აღარ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ "ნიკე ლუსო" ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა. მათ მხოლოდ 1 ფრე ჰქონდათ, დანარჩემი ყველა მოგება.

ცნობისთვის, დარჩენილ ორ მატჩში "ნიკე ლუსო" ჯერ "ლანჩხუთის გურიას ესტუმრება", შემდეგ კი "კვარტალთან" შინ ითამაშებენ.


Facebook კომენტარები