1 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ზუსტი ანგარიში და გოლების ავტორები - სუპერკომპიუტერის პროგნოზი ესპანეთისა და საქართველოს მატჩზე

როგორც მოგეხსენებათ, 11 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში ესპანეთი საქართველოს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ამ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება - ტრავმის გამო არ იქნებიან, იამალი, როდრი, რუისი, უილიამსი და ჰაუსენი.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს - ლუკა ლოჩოშვილი დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით სუპერკომპიუტერმა პროგნოზი გააკეთა.

მისი აზრით, მატჩი ფურია როხას გამარჯვების 3:1 დასრულდება.

ჩვენი მხრიდან გოლს ხვიჩა კვარაცხელია გაიტანს, ესპანელესიგან კი თავს მიგელ მერინო დუბლით და პედრი გამოიჩენენ.

Facebook კომენტარები