1 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მატჩის დღე! - ემუქრება თუ არა გადადება ესპანეთისა და საქართველოს შეხვედრას

ემოგეხსენებათ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ესპანეთი - საქართველოს მატჩის წინ სტადიონზე მედიისთვის განკუთვნილი მატჩისწინა აქტივობები გაუქმდა.

თავის დაზღვევის მიზნით, ესპანეთის ნაკრებმა სპეციალური გეგმა შეიმუშავა - ძლიერ წვიმას დღესაც ვარაუდობენ, თუმცა შაბათისთვის ამინდის შედარებით გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.

შესაბამისად, დიდი ალბათობით, ესპანეთი–საქართველოს შეხვედრა გადადების საფრთხის ქვეშ არ დგას.

მიუხედავად არასახარბიელო ამინდისა, საქართველოს ნაკრები აქტიურად ემზადება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის.

ცნობისთვის, შეხვედრა დღეს, 11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

Facebook კომენტარები