მოგეხენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ, ელჩეში გამართავს.
მატჩამდე 2 დღით ადრე ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა:
"ყველა ელოდება მოახლოებულ თამაშებს. ვილიარეალში კარგად მიმიღეს და ყველაფერი კარგად მიდის.
მოახლოებული თამაშების მოგება გვსურს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ექვსი ქულა მოვიპოვოთ. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ქულები გვჭირდება". (Nakrebi.ge)