2 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

ვილიარელის მწვრთელმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

მადრიდის „რეალთან“ 1:3 მარცხის შემდეგ, „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი მარსელინო პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძის თამაშზე და პროგრესზე დეტალურად ისაუბრა. 

მწვრთნელის თქმით, ქართველი თავდამსხმელი ნელ-ნელა იძენს იმ ფორმას, რომელიც მას კლუბში ჩამოსვლამდე ჰქონდა, და უკვე იწყებს თავისი ნიჭის სრულად გამოხატვას.

„ჟორჟი ჯერ კიდევ ადაპტაციის ეტაპზეა, თუმცა უკვე ნათლად ჩანს, რამდენად ნიჭიერი ფეხბურთელია. შესანიშნავი მოედნის ხედვა, ძლიერი დარტყმა და გოლის გატანის უნარი აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მიზნებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,“ – განაცხადა მარსელინომ.

მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ ფორმით უკვე 7 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა


Facebook კომენტარები