2 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ეს მინიშნებაა - რა თქვა ვილი სანიოლმა დაცვის ხაზთან დაკავშირებით

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის თვის სანაკრებო პაუზაზე ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს შეხვდება. 

ჩვენი გუნდის შეკრების წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც არაერთ თემაზე ისაუბრა.

მათ შორის ვილიმ ნაკრების დაცვის ხაზზე გააკეთა კომენტარი:

"ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არაა, ის დაცვაც არის. ამ მხრივ ჩვენ გვქონდა გამოწვევები და ჩემი დავალება ახლა არის სწორი შემადგენლობის არჩევა და ბალანსის დაცვა.

ფაქტია, დაცვის ხაზში ბევრი გამოწვევა გვაქვს. ხვადაგიანი ტრავმირებულია. საზონოვი და გოგლიჩიძე არ თამაშობს. დვალი უკლუბოდ იყო. კაშიას ასაკი ემატება, რაც ბუნებრივია. დაცვის ხაზში სამუშაო გვაქვს. ამასთანავე ლოჩოშვილიც ვერ დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე ეს არ არის იდეალური სიტუაცია. გუნდის ისე დალაგება და დაცვის დალაგება ვერ მოხერდხდება ისე როგორც მე მსურს, და შესაბამისად უნდა მოვერგდო რეალურ სიტუაციას".

როგორც ჩანს, მომავალ მატჩებში გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია შემცირებულ სათამაშო დროს მიიღებს. 

Facebook კომენტარები