ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გალათასარაიმ სტამბულში ლივერპულს უმასპინძლა.
თურქებმა ინგლისელების ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა პენალტით პირველ ტაიმში გაიტანა.
მატჩის 56-ე წუთზე ალისონ ბეკერი ტრავმის გამო მოედნიდან გავიდა., ის გიორგი მამარდაშვილმა შეცვალა.
"ალისონი შაბათს ჩელსის წინააღმდეგ არ იქნება." - განაცხადა არნე სლოტმა