როგორც მოგეხსენებათ, 1 ოქტომბერს 23:00 საათზე კატალონიის ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს.
ყველასათვის ცნობილია, რომ ამ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია და ბევრი სხვა ვარსკვლავი ტრავმების გამო გამოტოვებენ.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ბლაუგრანას ფანები ეხმაურებიან:
"ცუდია, რომ ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით არ იქნება"
"რაღა დაგიმალოთ და ყველაზე მეტად კვარაცხელიას არ ყოფნა გვაწყობს, ის ძალიან ბევრს მუშაობს"
"ჩვენთვის კარგია, რომ ხვიჩა არ იქნება, მაგრამ იმედია სერიოზული არაფერი სჭირს. მინდა, რომ მან მომავალში ჩვენთან ითამაშოს"
"ტრავმები არც ჩვენ გვაკლია და არც პსჟ-ს. ეს ის მატჩი არ იქნება, როგორიც გვინდოდა"
"ყველაზე მეტად ამ თამაშში მინდოდა დემბელე ყოფილიყო, რადგან გვეჩვენებინა, რომ მარტივად შეგვიძლია მისი დამარცხება".