1 დღის და 18 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

"მისი მაგალითი მოტივაციას მაძლევს!" - კვარას ყოფილი გუნდელი

„რუბინის“ მცველმა ილია როჟკოვმა Legalbet-თან ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ვარჯიშის ეპიზოდი გაიხსენა.

„როცა ხვიჩა რუბინში მოვიდა, მაშინ 16 წლის ვიყავი. უნგრეთიდან ახალდაბრუნებული ვიყავი, ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ვთამაშობდი. და ერთი კვირით ძირითად გუნდთან ერთად სავარჯიშოდ წამიყვანეს. შემდეგ კი მაშინვე ახალგაზრდულ გუნდში გადამიყვანეს. ამ კვირის განმავლობაში ხვიჩასთან ერთად ვარჯიში მოვასწარი. იქ გუნდის ყველა წამყვანი ფეხბურთელი იყო. მაგრამ ხვიჩასთან ერთად ვარჯიში რაღაც სხვა დონის გამოცდილება იყო. როცა მასთან გადავიკვეთე, ბურთი ფეხებს შუა ორჯერ გამიძვრინა. თუ ავიღებთ იმ ხვიჩას, რომელიც რუსეთში იყო, და იმას, რომელიც ახლა პსჟ-ში თამაშობს - მაშინ ვიტყვი, რომ როგორც ფეხბურთელი ის ძალიან გაიზარდა და განვითარდა”. 

„რა თქმა უნდა, მისი მაგალითი მოტივაციას მაძლევს! მესმის, რომ აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მუშაობ. თუ მუდმივად შრომობ, თავს არ აძლევ დასვენებისა და მოდუნების საშუალებას, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია”.

Facebook კომენტარები