ფრანგმა ჟურნალისტმა ბერტრან ლატურმა კრიტიკა გამოთქვა „ლიონის“ ხელმძღვანელობის მიმართ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით.
ლატურის თქმით, ქართველი თავდამსხმელი „ლიონს“ გულწრფელად უყვარდა და კლუბის დატოვება მისი სურვილი არ იყო:
„მათ აიძულეს მიქაუტაძე, რომელსაც ლიონი ძალიან უყვარს, გუნდიდან წასულიყო. მისი გაშვება დასანანია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრანსფერით გუნდის ბიუჯეტი დაბალანსდა,“ – აღნიშნა ჟურნალისტმა.