1 წლის წინ
სახელი უცნობია
Aa

ლუკა გაგნიძე ესპანეთში შეაქეს - რა თქვა გრანადას მწვრთნელმა

„გრანადამ“ საკუთარ მოედანზე „ლეგანესთან“ 0:2 დამარცხდა. სეგუნდას აუტსაიდერ გუნდში 76-ე წუთზე შედგა ლუკა გაგნიძის დებიუტი.

მატჩის შემდეგ პაჩეტამ Granada En Juego-ს უთხრა, რომ სეზონის ყველაზე რთულ სტარტს განიცდის: 

გუნდმა უკვე 12 გოლი გაუშვა და მხოლოდ 4 გაიტანა. მისი თქმით, ბევრი შეცდომის მიუხედავად, მუშაობა გრძელდება, მიზანი „ბურგოსთან“ გამარჯვება და სოციალურ ქსელებში აგრესიის იგნორირებაა.

პაჩეტამ გაგნიძე დინამიურ და ტექნიკურ ფეხბურთელად შეაფასა, რომელიც კარგად ფლობს ბურთს და ორივე ფეხით თამაშობს