1 დღის და 21 1 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

საგანგაშო მდგომარეობაა? - რა ვიცით ხვიჩას ტრავმის შესახებ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეთოხე ტურში "პარის სენ-ჟერმნი" საშიანო მოედანზე "ლანსს" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხზე დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედანი იძულებით დატოავა. 

საგულისხმოა ისიც, რომ პარიზელებმა თავი საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ჩაიგდეს. 

კერძოდ, გარდა ქართველი ფეხბურთელისა, კლუბს ტრავმირებული ასევე უსმან დემბელე და დეზირე დუე ჰყავს. 

„GEO TEAM“-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია დღეს სამედიცინო გამოკვლევას გაივლის, რათა დაზიანებულ ფეხზე სრული სურათი დადგინდეს. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ფეხბურთელი გადაადგილებისას დისკომფორტს გრძნობს, თუმცა დაზიანება სერიოზული არ ჩანს და, როგორც ჩანს, ფეხში ძლიერი დარტყმა აქვს მიღებული. საბოლოო დიაგნოზი გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.


Facebook კომენტარები