ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად გამოაქვეყნა 2025 წლის საკონტინენტთაშორისო თასის განრიგი.
14 სექტემბერს ეგვიპტის „პირამიდსი“ (აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) შეხვდება ახალი ზელანდიის „ოკლენდს“ (ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული). გამარჯვებული 23 სექტემბერს ჯიდაში დაუპირისპირდება საუდის „ალ-აჰლის“ (აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) – ეს იქნება პირველი ნახევარფინალი და აფრიკა–აზია–ოკეანეთის თასის მატჩი.
10 დეკემბერს მექსიკის „კრუს ასული“ (კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) შეხვდება კოპა ლიბერტადორესის ჩემპიონს (სამხრეთ ამერიკა). ამ წყვილში გამარჯვებული 13 დეკემბერს შეხვდება პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულს.
ფინალი 17 დეკემბერს გაიმართება, სადაც გამარჯვებული დაუპირისპირდება „პარი სენ-ჟერმენს“ (უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული).