1 კვირის და 4 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"მე ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი" - რა თქვა ანზორ მექვაბიშვილმა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანზორ მექვაბიშვილში რუბინი 2.2 მილიონს იხდიდა და ფეხბურთელს წელიწადში 600 000 ევროს სთავაზობდა, თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა რუსულ კლუბში თამაშზე უარი განაცხადა

ფეხბურთელმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი რუსულ საფეხბურთო კლუბ რუბინში გადასვლაზე.

"ევროპული ფეხბურთი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მითუმეტეს, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ხალხისთვის და იმისთვის, რა თქმა უნდა, მე ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი... 

"ჩემი მომავალი მინდა, რომ ევროპაში წავიღო", - თქვა მექვაბიშვილმა.

კითხვაზე, თქვენ უარი თქვით საკმაოდ დიდ ფინანსურ შემოთავაზებაზე, ქართველი ნახევარმცველი პასუხობს - "დიახ".



Facebook კომენტარები