მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ვალენსიასთან პირადი დეტალები შეათანხმა.
ქართველს მაგიდაზე 4-წლიანი ხელშკრულება უდევს - დარჩენილი მხოლოდ კლუბებს შორის მოლაპრაკებებია.
უოტფორდთან დაახლოვებული ბრიტანული გამოცემა Watford Observer-ი კი იუწყება, რომ ჩაკვეტაძე ესპანურ გუნდში ვერ გადავა.
წყაროს ცნობით, ვალენსიას მხრიდან არავითარი კონტაქტი არ ყოფილა. ინგლისელები კი გიორგის გასცვისებას არ აპირებენ.
გამოცემა ასევე წერს, რომ უოტფორდი ჩაკვეტაძე არა 10 არამედ მინიმუმ 15 მილიონ ევროდ შეელევა, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კი ღამურები ქართველში სწორედ 10 მილიონ ევროს იხდიდნენ.
როგორც ჩანს, პრესაში ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ყველაფერს კი დრო გვიჩვენებს.