ლა ლიგის 36-ე ტურში "ვალენსია" "ალავესთან" ანგარიშით 1:0 დამარცხდა. გოლი უსამართლოდ დანიშნულ პენალტს მოყვა, რომელიც გიორგი მამარდაშვილმა "აიკიდა".
მატჩის მთავარმა არბიტრბმა, ხესუს ხილ მანსანომ ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა, თუმცა თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა.
მიუხედავად ამისა, მამარდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და რომ არა მსაჯის შეცდომა, კარს მშრალადაც შეინახავდა.
შეხვედრის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა აღნიშნულ მომენტზე მედიასთან პატარა კომენტარი გააკეთა:
"არ მესმის რატომ იყო პენალტი და ამას ვერც ვერასდროს გავიგებ.
თავად "ალავესის" ფეხბურთელმაც მითხრა, რომ თერთმეტმეტრიანი არ ყოფილა", - განაცხადა მამარდაშვილმა.