სერია ა-ს ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ლეჩეს" "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა და ფრე 0:0 ითამაშა.
კვარასთვის კლუბური სეზონი დასრულებულია. ურთულესი სეზონის შემდეგ, ქართველმა "პარტენოპეისთან" ერთად იტალიის ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა, ამ შედეგით კი კლუბის ევროტურნირზე მოხვედრა გამოირიცხა.
ზემოთ აღნიშნულ მატჩს მეტად ამხანაგური სახე ჰქონდა. თითქოს, ორივე გუნდს არაფერი ჰქონია დასაკარგი, ამიტომაც არასანახაობრივი მატჩი ვიხილეთ.
თამაშის შემდეგ, გამოცემა "Sofascore"-მა ტრადიციულად ფეხბურთელები 10-ბალიანი სისტემით შეაფასა.
კვარაცხელიამ გამოცემისგან 7.1 ქულა დაიმსახურა, რაც ნეაპოლელეთა მხრიდან მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.