2 საათის და 15 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

პსჟ-მ კვარას შემცვლელი აარჩია - იანვარში დიდი ტრანსფერი გაოფიციალურდება

გამოცემა TeamTalk პარი სენ-ჟერმენის ახალი სატრანსფერო გეგმების შესახებ წერს.

როგორც მოგეხსენებათ, პარიზელებს შემტევი ხაზის ორი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე დიდი ხნით გამოაკლდათ.

სწორედ ამის გამო ისინი იანვარში წინა ხაზის გაძლიერებას ეცდებიან.

მათ სატრანსფერო სამიზნეს ჩელისში მიაგნეს - ლიგა 1-ის ჩემპიონები ლურჯებს ესტევაოს თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ და იანვარში კონკრეტული წინადადების გაგზავნასაც აპირებენ.