სანდო ქართული გამოცემა, 90 წუთი საქართველოსა და უკრაინის მატჩის წინ საინტერესო პოსტს ავრცელებს:
3 მნიშვნელოვანი მიზეზი თუ რატომ გვჭირდება უკრაინასთან მოგება
1. მესამე პოზიცია B ლიგაში დარჩენას და სიმშვიდეს უზრუნველყოფს. შესაბამისად, 2027 წლის მარტში C ლიგის რომელიმე მეორეადგილოსანთან პლეი- ოფის გამართვა აღარ მოგვიწევს.
2. მესამე პოზიცია EURO 2028-ის შესარჩევ ეტაპზე 5-გუნდიან ჯგუფში მოხვედრის წინაპირობას მოგცემს, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფში სუსტი გუნდებიც ჩაგვიჯდება (მინიმუმ 2).
3. მესამე ადგილი დაგვეხმარება, რომ დიდ ტურნირებზე მოხვედრის შანსი არ დავკარგოთ, ვინაიდან UEFA-მ ეროვნული ნაკრებებისთვის რევოლუციური ცვლილებები დააანონსა, რაც ერთა ლიგისა და შესარჩევი ტურნირების ახალ მოდელს ნიშნავს და რომელიც ძალაში 2028-29 წლების სეზონიდან შევა.
სამწუხაროდ, აქამდე ჩატარებულ 12 მატჩში, საქართველოს უკრაინასთან არასდროს მოუგია (5 ფრე, 7 მარცხი).