3 საათის და 33 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია - რა ახალი სასჯელი დაეკისრა უსმან ნურმაგომედოვს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო დაკავებული უსმან ნურმაგომედოვი აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლომ მას და კიდევ შვიდ მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქა - თავდაპირველი ექვსთვიანი პატიმრობა ჯარიმით შეიცვალა, რომლის ოდენობაც 300 ათასიდან 150 ათას დირჰამამდე შემცირდა.

გადაწყვეტილება მხარეებს შორის შერიგებისა და დაზარალებულების მხრიდან პრეტენზიების მოხსნის შემდეგ მიიღეს.