4 საათის და 33 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

საბა ლაზიშვილს შეხვედრა ჩაენიშნა - წინ დიდი სანახაობა გველის

ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი წარმატებული ასპარეზობის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის ემზადება.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაზიშვილი 19 დეკემბერს, აშშ-ში, ლონგ-აილენდზე გასამართ RAF 16-ის ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე სერხიო პეტისისა და კოდი გარბრანდტის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა 14 ნოემბერს, აბუ-დაბიში გამართულ RAF-ის ღონისძიებაზე, UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი იურაია ფეიბერი ანგარიშით 12:7 დაამარცხა და ორგანიზაციაში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა.

ახლა კი ლაზიშვილს შესაძლებლობა ექნება, წარმატებული გამოსვლა კიდევ ერთი გამარჯვებით გააგრძელოს.