2 საათის და 17 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ანგარიში 1:1-ია" - ცარუკიანის განცხადება მომხდარ ინციდენტზე

UFC-ის მსუბუქი წონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი არმან ცარუკიანი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტსა და უსმან ნურმაგომედოვისთვის გამოტანილ სასამართლო განაჩენს გამოეხმაურა.

რუსული მედიის ცნობით, ცარუკიანი მიიჩნევს, რომ ექვსთვიანი პატიმრობის მიუხედავად, ნურმაგომედოვს UFC-ში გადასვლის შესაძლებლობა კვლავ ექნება.

"UFC-ს ახალი ვარსკვლავები სჭირდება, განსაკუთრებით ხაბიბის გუნდიდან. ისლამი მიდის და იქ თითქმის აღარავინ რჩება, ვისაც საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. ვფიქრობ, უსმანს UFC-ში აუცილებლად დაიმატებენ“, – განაცხადა ცარუკიანმა Sport24-თან ინტერვიუში.

ამასთან, მებრძოლმა მერაბ დვალიშვილსა და ნურმაგომედოვების გარემოცვას შორის არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება.

„ჩემი აზრით, ეს საკითხი უკვე ამოწურულია. არ მგონია, მსგავსი რამ კიდევ მოხდეს. როგორც ამბობენ, ახლა ანგარიში 1:1-ია“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

ინციდენტის შემდეგ ადგილობრივმა სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის რამდენიმე წევრს ექვსთვიანი პატიმრობა, ფულადი ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა.